14:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:49:11, 583 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების" ფინანსები გამჭვირვალეა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭვირვალეა.

„ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის   ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

ცნობისთვის, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, შემოწირულების სახით, პარტიამ ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 149 020 ლარი მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics