15:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 12:39:19, 499 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ღამის ინსპექტირების შედეგად რამდენიმე სამართალდამრღვევი გამოავლინა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს.

მერიის ინფორმაციით, ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.

„ჩვენს მიერ, ღამის ინსპექტირებისას გამოვლენილ იქნა რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი, მინდა გავაფრთხილო ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ინერტულ ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი.“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათამდე ფაქტს აფიქსირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics