13:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-24 18:54:38, 528 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და "ვისოლ ჯგუფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

დოკუმენტს ხელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მოაწერენ.  ხელმოწერის ცერემონია „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიაში შედგება.

მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშეწყობა,  კერძოდ, სამინისტროს სოციალური  მომსახურების სააგენტოს  შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული  სამუშაოს მაძიებლების  სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.

მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 11:00 საათზე „ვისოლის ჯგუფის“ ოფისში გაიმართება. (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #74ბ).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics