15:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 16:32:41, 606 ნახვა

საზოგადოება
9 აპრილის ბაღში ორმოცდაათი კოლხური ჯიშის ბზა დაირგო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილის ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, ორმოცდაათი კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ბზა დაირგო.

გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. 

"ეს არის ერთის მხრივ, სიმბოლური ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია ბზობის დღესასწაულთან. წლების განმავლობაში იჭრებოდა ბზა, ამიტომ მოჭრის ნაცვლად უნდა დავრგოთ და გავახაროთ ეს იშვიათი სახეობა. თითოეული ჩვენგანის ვალია, უფრო მეტად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნული ღონისძიება სიმბოლურია და მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას კამპანიაში - „ნუ მოჭრი ბზას“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics