|
2015-02-21 10:09:13, 651 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით
იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელებს ვაჩვენოთ, როგორ ვდგავართ მათ გვერდით, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის და სხვალ ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნა უხერხულობებს ქმნის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. "მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენიუკის ზევითაა ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინა დაძაბულ ვითარებაშია, რაც შეიძლება ისე უნდა მოვემსახუროთ ამ უხერხულობებს, რომ ეს არ იყოს მძაფრი. რა თქმა უნდა, უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, რომ უკრაინელებს ვაჩვენოთ, როგორ ვდგავათ მათ გვერდით", - განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება კიევში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობას, პრეზიდენტის თქმით, მასში საპარლამენტო უმრავლესობისა, უმცირესობის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. „ უკრაინას უჭირს და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება უკრაინელების გვერდით დგას. მხარს უჭერს მათ თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი არჩევანის დაცვაში. დელეგაციაშიც სწორედ ამ აქცენტით ვიქნებით ჩვენ გაერთიანებულები. მასში იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი შტო. მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ვიზიტით უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ უკრაინის ხალხის და სახელმწიფოს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნათელი გზავნილია და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის", - განაცხადა მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უკრაინას 22 თებერვალს ეწვევა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)