10:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 15:07:14, 580 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგეობა რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს

ინფრასტრუქტურულ თუ თანადაფინანსებულ პროექტებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე დღეს მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მე-10 კორპუსთან გამგეობა სხვადასხვა სამუშაოს აწარმოებს.

მათივე ცნობით, მთლიანად იცვლება საკანალიზაციო სისტემა, ტერიტორიაზე არსებულ ხეივანში ეწყობა მოსასვენებელი სკვერი; ასევე, აღნიშნულ მისამართზე  სპორტული მოედნების  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს ხეივანი, რომელიც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და ფაქტიურად ავტოსადგომად იყენებდნენ, სკვერის ფუნქციას იბრუნებს. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ასევე სპორტული მოედნების კეთილმოწყობა; ამ ტერიტორიაზე ორი სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკვერს ექნება კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ბორდიურები, მოწესრიგდება მწვანე საფარი, დამონტაჟდება განათებები და განთავსდება დასასვენებელი სკამები.

რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, წლის ბოლომდე სულ 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის 6 სპორტული მოედანია აღდგენილი, მიმდინარეობს ხუთი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics