|
2018-04-06 17:37:42, 979 ნახვა
სამართალი
სასაზღვრო პოლიციას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში აკრედიტებული, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის განვითარების საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, დეტალურად განიხილეს სანაპირო დაცვის როლი, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და უწყებათშორისი თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო უსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)