00:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 17:35:56, 682 ნახვა

საზოგადოება
დიუმას ქუჩა ისტორიულ იერსახეს იბრუნებს

კრწანისში ისტორიული იერსახე კიდევ ერთ ქუჩას უბრუნდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დიუმას ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა დაიწყო.

მათივე ცნობით, სამუშაოები 1760 კვ.მ-ზე ფართობზე შესრულდება.

ქუჩაზე უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები,ხოლო წლების გამავლობაში დაზიანებულ ასფალტს ჯავახიშვილის  (ყოფილი ელბაქიძის) დაღმართის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. 

გზის კაპიტალური შეკეთების პროცესს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი გაეცნენ.

სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics