|
2016-04-14 14:07:13, 1151 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი დღე იყოს
ტერრისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალები თავდაცვაზე გადავიდნენ და მათი პოზიციები სირიასა და ერაყში სულ უფრო სუსტდება. “ყოველ დილით “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერები იღვიძებენ და აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლოა, მათი უკანასკნელი დღე იყოს”, - განაცხადა ბარაკ ობამამ. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლოაბში “ისლამურმა სახელმწიფომ” სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილი დაკარგა. შეგახსენებთ, მარტში სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარადჭერით უძველესი ქალაქი პალმირა გაათავისუფლა. ერაყში კი სამთავრობო ძალებმა ამერიკული კოალიციის დახმარებით ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქიდან მოსულიდან ჯიჰადისტების გასაძევებლად ოპერაცია დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)