15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:48:10, 384 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან და ევროპარლამენტარებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან  შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობას.

ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics