13:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 11:44:50, 376 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება საქართველოსთვის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობაა

„ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შანტაჟის მცდელობაა საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან მიერთების საკითხი განიხილება.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, არც პროცესს და არც მის შესაძლო შედეგს ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

„ეს არ გახლავთ ახალი თემა და არაერთხელ ყოფილა ამაზე საუბარი. ე.წ. რეფერენდუმი ჩატარებულა კიდეც უამრავი კითხვით. ხშირად ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან წინააღმდეგობრივია დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ ისინი. ერთის მხრივ, ისინი საუბრობენ მიღწეულ ამოცანაზე, ხოლო მეორეს მხრივ საუბრობენ მეორე ამოცანაზე, რომელიც არის რუსეთთან მიერთება. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური ამოცანა, მოხდეს საქართველოს შანტაჟი. პერიოდი ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ველოდებით ასოცირების შეთანხმებიდან გარკვეულ ხელშესახებ საკითხს - ვიზალიბერალიზაციას, წინ არის ნატო-ს სამიტი და როგორც ჩანს, ამ თემით სპეკულირება, გარკვეული ამოცანების შესრულება, ზოგიერთი ძალისთვის საინტერესოა. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არც პროცესს და არც მის შესაძლო შედეგს არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდებს, სამოქალაქო სექტორის როლსა და ჩართულობას კონფლიქტების მშვიდობიან გზით დარეგულირების პროცესში, სამშვიდობო ინიციატივებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics