|
2016-04-07 19:18:05, 614 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მედიატურის ფარგლებში იმყოფებიან. როგორც "ექსპრესნიუსს" მტავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესითა და NATO-ს ვარშავის სამიტთან საქართველოს მოლოდინთან დაკავშირებით. შეხვედრისას ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ჟურნალისტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებითა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობითაც დაინტერესდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტები მოამზადებენ მასალას, რომელიც ევროპის სხვადასხვა წამყვან მედია საშუალებებში გამოქვეყნდება, მათ შორისაა ავსტრიული Der Standard, დანიური Politiken, გერმანული Zeit Online, პოლონური პრესის სააგენტო PAP, ესპანური El Pais. ვიზიტის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაცია - European Journalism Centre და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). ევროპელ ჟურნალისტთა 15 კაციანი ჯგუფის მედიატური მხარდაჭერილია ევროკომისიის "სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის" მიერაა ორგანიზებული და მიზნად ევროპული პრესისთვის სამეზობლოს ქვეყნების გაცნობას ისახავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)