18:23 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 12:12:39, 2158 ნახვა

ეკონომიკა
„ჯი-ემ-პიმ“ წნევის დასარეგულირებელი ახალი მედიკამენტი - „ამლოვალტანი“ გამოუშვა

„ჯი-ემ-პიმ“ კიდევ ერთი მედიკამენტის - „ამლოვალტანის“ წარმოება დაიწყო.

„ამლოვალტანი“ გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და ეფექტური საშუალებაა არტერიული წნევის დასარეგულირებლად.  

მედიკამენტის წარმოება ევროპული ნედლეულის გამოყენებით მიმდინარეობს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  პრეპარატის დასამზადებლად ნედლეული შვეიცარიიდან ჩამოდის და მისი ხარისხი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მისი ფასი ხელმისაწვდომი იყოს. „ამლოვალტანი“ 50-60%-ით უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის, ვიდრე მისი ევროპული ანალოგები. ჩვენი წარმოება და სრული საწარმოო ციკლი ამის საშუალებას იძლევა,“ - აცხადებენ ჯი-ემ-პიში.

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“  პროდუქტები  პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ „ჯი-ემ-პის“ მიერ წარმოებული 5,5 მილიონი კოლოფი მოიხმარა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს  და წარმოების სრული ციკლი აქვს. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics