|
2026-05-26 14:57:54, 2524 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
ოპოზიციის ალიანსი თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება, რომელიც თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება. საბოლოო დანიშნულების წერტილი რუსთაველია - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. ალიანსის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა რუსთაველის ტერიტორიაზე სცენის განთავსების და სპეციალური ტექნიკის მიტანის საშუალებას. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან კომენტარი გააკეთა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ მათ საღამოს ადგილზე "არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა". "ჩვენ ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები და ჯერჯერობით, ხალხისთვის ხელის შეშლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. როცა აქაურობა დაიშლება, ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახდენთ სცენის მონტაჟს და პრინციპულად, მე არ მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს აქ... არაფრის გაგებას არ ვაპირებ, უარი არ მიგვიღია და პირდაპირ მოვალთ ტექნიკით. ვუყურებთ, იქ [რუსთაველის გამზირზე] ვიდგებით და... ჯერჯერობით ხალხია, ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებს შორის, პირიქით, ქართული ოცნება აკეთებს ამას მუდმივად. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ჩვენი ტექნიკის მონტაჟს. არაფერი განსაკუთრებული [დასამონტაჟებელი არ არის], ეს არის სცენა, ხმის გამაძლიერებელი, მორჩა. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, ვინმე თუ ხედავს, მისი პრობლემაა, რადგან ნამდვილად გადაკეტილია რუსთაველი.ჯერჯერობით, ხალხი აქ სეირნობს, გასაგებია, დამოუკიდებლობის დღეა, ყველას დღეა ეს, მაგრამ პოლიტიკური აქციის დღეც არის, საღამოს აქ არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა. თუ ვინმე ხელს შეგვიშლის, გასაუბრება იქნება, ცხადია. მაგრამ, გაფრთხილება მიღებული აქვს ამ ხალხს, მოძრაობა შეზღუდულია, არაფერი არ ხდება, ხედავთ, პირიქით, მზად არის ყველაფერი, რომ აქ ადამიანებს დახვდნენ და სცენაც იყოს, გახმოვანებაც და ამას გავაკეთებთ სწორედ", - თქვა ნიკა გვარამიამ.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)