07:06 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 14:52:35, 2672 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული

"ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ, ითქვა არაერთხელ, რომ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა. ამიტომ, შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული", - თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიტპატიმრების შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილს მათ შორის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან კვლავ ისაუბრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics