05:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 23:01:49, 7139 ნახვა

საზოგადოება
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალხაზ ჯინორია ავრცელებს. 

"ბერი ნიკოლოზის გასვენება იქნება ხუთშაბათს, ორ საათზე უნივერსიტეტის 6ა, ჰერმესი, რიტუალების სასახლიდან პანაშვიდები 20, 21, 22 აპრილი. დაკრძალვა ჯიქიას სასაფლაოზე". - წერს ჯინორია.

მრევლი ბერი ნიკოლოზის მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში დაკრძალვას ითხოვდა, რაზეც, მათი თქმით, კატეგორიული უარი მიიღეს.

"აბსოლუტურად კატეგორიული უარი გვითხრეს, და ვინც შესული იყო - მამა ნიკოლოზის ძმა იყო უშუალოდ შესული - მთელი სულით და გულით ადამიანურად კაცმა ითხოვა, რომ "ჩემი ძმა მსახურობდა სვეტიცხოველში, მამა გაბრიელი, მისი მოძღვარი ბრძანდება მცხეთაში" და ჩვენი თხოვნა იყო... მივმართეთ ადამიანური თხოვნით.

ჯერ თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი ეპისკოპოსი არ მოსულა. მამა ნიკოლოზი არ იყო საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი, ეს იყო დაყენებული მღვდელმონაზონი - ჩვენ როდესაც იქ მივედით, ისეთი კატეგორიული უარით გამოგვისტუმრეს, რომ არ ვიცი. მამა ნიკოლოზი დაბრძანებული არის სარიტუალო დარბაზში, რაც ყველანაირი კანონის დარღვევაა". - ამბობს მოქალაქე ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics