|
2026-04-02 19:29:34, 5260 ნახვა
პოლიტიკა
The Telegraph: ფრონტიდან დაბრუნებული რუსი სამხედროები რეკორდულად სჩადიან მკვლელობას
ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზიდან სამშობლოში დაბრუნებული რუსი სამხედროები რეკორდულად ხშირად სჩადიან მკვლელობებს, დასახიჩრებებს, გაუპატიურებებსა და ძარცვას. Telegraph-ის თანახმად, მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლოებში სამხედრო მოსამასხურეების მიერ ჩადენილი მკვლელობების საქმეების რაოდენობა ბოლო წლებში ათჯერ მეტად გაიზარდა. Telegraph ეყრდნობა რუსულენოვანი გამოცემა Vot Tak-ის მიერ გადამოწმებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2022-2025 წლებში სასამართლოებმა განიხილეს 729 მსგავსი საქმე, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე წინა 4 წელიწადში მხოლოდ - 67 მსგავსი საქმე იყო. ამავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი მხოლოდ, დაახლოებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა. მასალის თანახმად, მკვლელობების რაოდენობა, წლიდან წლამდე მატულობს. მაგალითად, 2025 წელს საერთო რიცხვი ერთნახევარჯერ მეტი იყო, ვიდრე 2024 წელს და 16-ჯერ მეტი, ვიდრე ომის დაწყების პირველ წელს - 2022-ში. Vot Tak-ის თანახმად, მკვლელობების თითქმის სამი მეოთხედი ჩადენილი იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დამნაშავის - სამხედროს მიერ. The Telegraph წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება პრობლემების მასშტაბის დამალვას ცდილობს. მასალის მიხედვით, შემთხვევები, როდესაც სამხედროები ერთმანეთს კლავდნენ, იშვიათი იყო - ისინი მხოლოდ მთლიანი რაოდენობის 17%-ს შეადგენდა. დანარჩენ შემთხვევებში, სამხედროები იარაღს, დანებსა და ძალადობას სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყენებდნენ. რაც შეეხება სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობებს, სტატისტიკის მიხედვით, 2022-2025 წლებში ესეც მკვეთრად გაიზარდა - სასამართლოებმა განიხილეს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის 549 საქმე, მათგან მინიმუმ 312 არასრულწლოვანებს ეხებოდა, ხოლო თითქმის 250 - 14 წლამდე ბავშვებს. მხოლოდ 2025 წელს დაფიქსირდა 248 საქმე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ძარცვისა და ყაჩაღობის შემთხვევებიც. 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით 659 ძარცვისა და შეიარაღებული ყაჩაღობის საქმე დარეგისტრირდა. რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, რადგან კონფლიქტის ზონებსა და სასაზღვრო რეგიონებში ძარცვა იშვიათად მთავრდება სასამართლო საქმეებით ან დევნით. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ რეალური მაჩვენებლები, დიდი ალბათობით, ბევრად აღემატება ხელმისაწვდომ მონაცემებს. სასამართლო ჩანაწერები არ მოიცავს მიმდინარე გამოძიების საქმეებს, ხოლო ყოფილი სამხედროები ამ მონაცემებში საერთოდ არ შედიან. ასევე თითქმის არ არსებობს მონაცემები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გრძნობენ დაუსჯელობის განცდას ძარცვისა და ძალადობრივი და სექსუალური დანაშაულების ჩადენისას. The Telegraph წერს, რომ რუსეთი რეგულარულად აგზავნის მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის ნასამართლევ ადამიანებს უკრაინაში მებრძოლად. მაგალითად, მასალაში მოყვანიილია, რომ 2025 წლის ოქტომბერში 49 წლის ალექსანდრ გუკი, რომელმაც მოკლა 42 წლის ქალი და მისი ექვსი წლის შვილი და შემდეგ მათი სხეულები ნაგავსაყრელში გადააგდო, გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)