12:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 16:15:32, 3332 ნახვა

პოლიტიკა
მედია: ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე, მათ შორის, თეირანში ირანის რეჟიმის ბირთვული ლაბორატორიებიც იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიებზე დარტყმები ირანის მასშტაბით რეჟიმის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მასშტაბური კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო.

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო ოპერაციების მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების დაზიანებაა. წინა იერიშების დროს აშშ-ისრაელის იერიშების სამიზნე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები იყო. 

პარალელურად, კომპანია Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ისრაელის იერიშების შედეგად დაზიანდა საჰაერო თავდაცვის ბაზები თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და პარჩინშიც, რომელიც ირანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ღრმად გასაიდუმლოებული სამხედრო კომპლექსია. მასზე ისრაელმა იერიშები 2024 წლის ოქტომბერშიც მიიტანა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics