|
2026-01-30 16:58:19, 573 ნახვა
პოლიტიკა
ანიტა ჰიპერი: გრძელდება დისკუსიები ქართული ოცნების წევრების სანქცირებაზე
„გრძელდება დისკუსიები სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიული კანონების ახალი ტალღის შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ „გრძელდება დისკუსიები სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე“. ანიტა ჰიპერის თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა „იმ ძალიან სამწუხარო და მყარი კურსის ნაწილია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო იმისკენ, რომ იყოს რეპრესიული რეჟიმი მომიტინგეების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა იმ თავისუფალი ხმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიის სახელით საუბრობს“.
„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – კანონი, რომელშიც ამ დრომდე შეტანი ცვლილებები ისედაც რეპრესიულია და მისი სამიზმე მედიას და სამოქალაქო საზოგადოებაა, კიდევ უფრო მკაცრდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)