|
2026-01-29 11:28:40, 1243 ნახვა
სამართალი
ერთმა პირმა ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმართულებით სანადირო თოფიდან გაისროლა, ფასადი და კარი დაზიანდა
შსს-ს ცნობით, ერთმა პირმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა - შედეგად შენობის ფასადი და კარი დაზიანდა: "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი და კარი. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერს შსს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)