21:17 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 12:29:15, 752 ნახვა

პოლიტიკა
პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება - მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს

დღეს პარიზში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება - ფორმატში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს.

შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

Reuters წერს, რომ ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ასევე, გამოცემის თანახმად, ლიდერები რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.

Bloomberg-ის მიხედვით, დღეს პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან.

გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics