|
2025-12-23 23:41:09, 15445 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა - იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. "ბრალდებულის სახით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოაგწოდებთ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან. ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. "წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია, დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. რადგან მის მიმართ პირდაპირ დევნა იქნა დაწყებული, ვისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ ელემენტარულად გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდგომ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება, რასაც პროკურატურა ედავება მას. ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მოხდა მხოლოდ ბრალდების წარდგენა. სისხლის სამართლის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, მერე გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე." - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი დღეს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)