|
2025-12-19 23:39:46, 14227 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
თიბისი კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება - „საქართველო და მსოფლიო: 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის მოლოდინები“ გამართა. კონფერენციის ფარგლებში თიბისი კაპიტალის მენეჯმენტმა მიმოიხილა ის ძირითადი გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები, რომლებმაც 2025 წელს მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა 2026 წლის პროგნოზებზეც. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მომდევნო წელს გლობალურ ეკონომიკაზე გავლენას 3 ძირითადი ტენცენცია მოახდენს: სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები. აღნიშნული ტრენდები გავლენას მოახდენს წარმოების ხარჯებსა და ინვესტიციებზე. ამ პირობებში კი მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3%-ის ფარგლებში იქნება. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის ადაპტაცია კომპანიებში უკვე აჩვენებს პოზიტიურ გავლენებს როგორც ინოვაციის, ასევე, მომგებიანობის კუთხით და ეს ტრენდი გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, 2026 წელს, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.5% იქნება, რასაც ძირითადად შიდა მოთხოვნა განაპირობებს. ინფლაცია კი მომდევნო წელს მიზნობრივ - 3%-იან - მაჩვენებელს მიუახლოვდება.
კერძო სექტორთან ერთად, ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელზეც მომდევნო წლის გეგმები და ეკონომიკური პროგნოზები განიხილეს. „თიბისი კაპიტალისთვის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება პარტნიორებთან უწყვეტი დიალოგის ნაწილია. მთელი წლის განმავლობაში მათ განახლებულ და სიღრმისეულ ანალიტიკას ვაწვდით გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, საქართველოს მაკროეკონომიკასა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებზე. შედეგად, 2025 წელს, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, 12 ფიზიკური და ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც ჯამში ბიზნესის 2500-მდე წარმომადგენელი და სფეროს ექსპერტი გააერთიანა. მსგავსი ღონისძიებებით ვეხმარებით კერძო სექტორს, სწორად შეაფასოს გამოწვევები, დაინახოს შესაძლებლობები და ეფექტიანად მოერგოს ახალ ეკონომიკურ რეალობას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)