23:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 11:36:48, 2091 ნახვა

მსოფლიო
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ჰონგ-კონგის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რვა შენობიდან ოთხში ხანძარი კონტროლის ქვეშაა.

პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა - სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი.

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა.

ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.

 გუშინ ჰონგ-კონგში შვიდ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი ერთად გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება დაწყებულია, ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ცეცხლის გავრცელების სიჩქარე "უჩვეულო" იყო. ხანძრის გაჩენის დროს მაღალსართულიანი კომპლექსი რემონტის პროცესში იყო და ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული. ასობით მცხოვრები დროებით თავშესაფრებშია ევაკუირებული. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მაშველებმა ღამით ერთ-ერთი შენობიდან ჩვილი და ხანდაზმული ქალი გადაარჩინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics