01:10 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-21 10:44:44, 863 ნახვა

მსოფლიო
Financial Times: აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმას 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს

აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დიმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.

სტატიის მიხედვით, უკრაინაზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდება, რათა სწრაფად მიიღოს ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და რუსეთმა ერთობლივად შეიმუშავეს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი კიევზე ზეწოლას ახორციელებს, რათა რუსეთ-უკრაინას შორის საბოლოო შეთანხმება დროულად შედგეს და ომი წლის ბოლომდე დასრულეს.

მათივე მტკიცებით, შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მადლიერების დღემდე“, ანუ 27 ნოემბრამდე დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას.

ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics