04:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 12:42:48, 3383 ნახვა

კომენტარი
დათუნაშვილი - ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ტრაგედიაა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ( PACE) საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ქვეყანაში დიქტატურის დამყარებად აფასებს.

დათუნაშვილის თქმით, ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და PACE-ს მხრიდან აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება სწორია.

„ესაა ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველო არის 1999 წლიდან. ამ ორგანიზაციაში მიიღეს შევარდნაძის დროინდელი საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში ხედავდნენ უდიდეს პოტენციალს, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო ბევრწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებდა ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ტრაგედიაა, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და არ ფარავს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება სწორ დროს და PACE-ს მხრიდან ახლა სწორია ამ პოზიციის დაფიქსირება. მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც ესმის საკუთარი სახელმწიფო ინტერესები, ესმის საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს, ყველა ოპოზიციური ლიდერი ჰყავდეს ციხეში ან პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს არ შეიძლება და ამაზე აკეთებს აქცენტს PACE. ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, გონს მოეგოს და დააბრუნოს ეს ქვეყანა იმ წერტილში, რა წერტილშიც უნდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას – ევროკავშირისკენ ინტეგრაციაში. ტრაგედიაა 1999 წლიდან 2025 წლამდე ამ გზის გავლა და დასრულება იმით, რომ PACE-მ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შეაფასოს დიქტატურის დამყარებად. არსებობს შანსი, რომ აქედან უკან დავიხიოთ, თუ „ქართული ოცნება“ შეწყვეტს საშინელ პროცესს, რომელშიც ჩათრეული ჰყავს საქართველოს სრული მოსახლეობა“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics