17:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:25:38, 473 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

„ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"თეორიულად ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს, მაგრამ დღისწესრიგში ეს საკითხი არ დგას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და ამაზეც გუნდში მსჯელობა იქნება.

"ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში აქტიურად ჩაერთვება, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე ჯერ ჯერობით საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics