17:32 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-13 11:56:11, 2469 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ოცნებას და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები

„ქართულ ოცნებას და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი ქართული ოცნების სახით საქართველოში.“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა

ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა;

 „ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics