02:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 15:26:33, 1365 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდებმა დროებით შეაჩერა ქართველი საჯარო მოხელეების მომზადების პროგრამა

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ქვეყანაში „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული“ გაუარესებული ვითარების გამო, MATRA-ს საჯარო მოხელეთა მომზადების პროგრამა დროებით შეჩერებულია.

„ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ნიდერლანდები ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორი საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში.

კანონის უზენაესობის MATRA-ს სასწავლო პროგრამამ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 200 ქართველი საჯარო მოხელე და თანამდებობის პირი გადაამზადა, რამაც გააძლიერა მრავალი ქართული სახელმწიფო ინსტიტუტი.

ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრენინგების ხარისხსა და მრავალეროვნული MATRA ქსელის განვითარებაში. MATRA-ს კურსდამთავრებულები საქართველოში ჩვენი საელჩოს ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

პროგრამის დროებით შეჩერება გამოწვეულია ქვეყანაში სიტუაციის მკვეთრი გაუარესებით, რაც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღრმად შემაშფოთებელი ქმედებებით.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება და მომავალში კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“, - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics