|
2025-07-05 19:43:15, 2862 ნახვა
ომი უკრაინაში
უმსხვილესმა ამერიკულმა ფონდმა BlackRock-მა უკრაინის აღსადგენად ინვესტორების ძებნა შეწყვიტა
ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა, რომელიც აქტივების მოცულობით აშშ-სა და მსოფლიოში უდიდესია, უკრაინის აღდგენის ფონდისთვის ინვესტორების ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეჩერების მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოზიციის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა სახელდება. ფონდის წარდგენა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იგეგმებოდა, რომელიც 10-11 ივლისს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მელონისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით გაიმართება. „ბლუმბერგის“ წყაროების ცნობით, ინიციატივა გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის მთავრობებთან დაკავშირებული სტრუქტურების საწყისი მხარდაჭერის მიღებასთან ახლოს იყო. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, იანვარში, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, BlackRock-მა გადაწყვიტა დროებით შეეწყვიტა მოლაპარაკებები ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან, მომავალში უკრაინის მხარდაჭერის პერსპექტივებთან დაკავშირებული გაზრდილი გაურკვევლობის გამო. „ბლუმბერგის“ ცნობით, საფრანგეთი ამჟამად ალტერნატიულ გეგმას ამუშავებს, რომელიც BlackRock-ის შეჩერებული ინიციატივის ჩასანაცვლებლად ახალ ფონდს შექმნის. თუმცა, ამ გეგმის ეფექტურობა აშშ-ის მონაწილეობის გარეშე საეჭვო რჩება. BlackRock-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინის პროექტზე უსასყიდლო საკონსულტაციო სამუშაოები 2024 წელს დაასრულა და ამჟამად უკრაინის მთავრობის მიმართ „აქტიური ვალდებულებები“ არ აქვს. სააგენტოს წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთადერთი დისკუსია, რომელიც გავლენას ახდენს BlackRock-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არის კომპანიის კლიენტებთან საუბრები“. მანამდე, მოლაპარაკებებში მონაწილე BlackRock-ის თავმჯდომარის მოადგილემ, ფილიპ ჰილდებრანდმა, განაცხადა ფონდში მთავრობების, საერთაშორისო განვითარების ბანკებისა და სხვა საჯარო დონორებისგან მინიმუმ 500 მილიონი დოლარის, ასევე კერძო ინვესტორებისგან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოზიდვის განზრახვის შესახებ. მისი თქმით, ინვესტორების ერთ კონსორციუმში გაერთიანება შესაძლებელს გახდის, უკრაინის აღდგენისკენ მინიმუმ 15 მილიარდი დოლარის მიმართვა აქციებისა და ვალების სახით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის აღდგენის საერთო საჭიროებები 500 მილიარდ ევროს აჭარბებს. ამავდროულად, მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურის აღდგენას მინიმუმ 1 მილიარდი ევრო სჭირდება.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)