|
2025-07-02 14:56:23, 1320 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და აგრო მიმართულების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თელეთში, სოფელ კოდაში, ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 4,657,053 ლარია, საიდანაც ბანკის ინვესტიცია 2,785,000 ლარს წარმოადგენს. ქარხანა 1701 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტში დასრულდა. ქარხანამ უკვე გადაამუშავა 500 ტონამდე ნუში, მომდევნო წლებში კი კომპანია წარმადობის 700-1600 ტონამდე გაზრდას გეგმავს. „აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განვახორციელეთ. თანამშრომლობა 2024 წელს დავიწყეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკი კომპანიის საჭიროებებს იზიარებს, მიდგომები კი მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ნუშის გულს, რომელიც ევრო სტანდარტების მიხედვითაა დაფასოებული. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, გავზარდოთ გადამუშავების მოცულობა და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები“, - აცხადებს ნიკო ნიკოლაძე, ფარმინგ ქონსთრაქშენის დამფუძნებელი. აღსანიშნავია, რომ ფარმინგ ქონსთრაქშენმა პროდუქცია უკვე გაიტანა ექსპორტზე, სამომავლოდ კი დამატებითი ბაზრების ათვისებას გეგმავს. გარდა ამისა, ნუშის გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომპანიის გეგმებშია ქარხნის აღჭურვა ბლანშირების დანადგარით, რომელიც ხარჯებს დაზოგავს და პროდუქტს საექსპორტო ქვეყნებს მოთხოვნების შესაბამისად მიაწვდის. "საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და აგრო სექტორის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე ქარხნის აშენება შეძლო. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის ზრდას, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარვუდგენთ აგრო სექტორს", - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)