23:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 21:13:49, 713 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი გზა რევოლუციაა.

„ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი - ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.

მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics