12:57 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 09:47:56, 1629 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები

რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაზიანება სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის და ობოლონსკის ოლქებში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები.

მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
სახალხო დამცველი: ვგმობ პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას
რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ში წაყენებული ბრალი აღიარა
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics