07:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 15:33:24, 805 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დღეს, რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლის შეთანხმებების რეპატრიაციის ნაწილი დასრულებულია. შტაბში აცხადებენ, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინამ რუსული მხარისგან 6 057 ცხედარი მიიღო.

სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების თანამშრომლები რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ქმედებებს ახორციელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics