14:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 14:13:56, 481 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან დაკავშირებით, ამომწურავ ინფორმაციას იღებენ

 „ჩვენი პარტნიორები როგორც ჩვენგან, ისე  თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ  ინფორმაციას საქართველოში  მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება ქვეყანასთან  მიმართებაში“, - ამის შესახებ საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიორგი მარგველაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს.  პრეზიდენტმა   საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდა, კარასინის განცხადება  შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი და  მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს პარტნიორები ამის შესახებ საკუთარი წყაროებიდანაც არიან ინფორმირებული:

„ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ვართ ძალიან ახლოს, კოორდინაციის რეჟიმში, ყველა ინფორმაცია, ყველა განცხადებები, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ამის შესახებ ისინი ინფორმირებული არიან,  მე ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს  საკუთარი წყაროებიც აქვთ, მათ  აქვთ საელჩოები, რომლებიც  არის აკრედიტირებული საქართველოში და ბუნებრივია, ამ წყაროდანაც  იღებენ ისინი  ამ ინფორმაციას, ასე რომ,  იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ არ არიან  ინფორმირებული, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. ისინი როგორც ჩვენგან, ისე  თბილისში აკრედიტირებული საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ  ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზე, თუ  რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics