15:49 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 14:09:08, 616 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში და ძალის არაპროპორციული გამოყენება დაუშვებელია

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ძალის არაპროპორციული გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი დაუშვებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუდმივად მიზანში ამოღება მიუღებელია. მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისკენ, რაც გამოიწვევს ყველა მძევლის გათავისუფლებას და საომარი მოქმედებების სამუდამოდ დასრულებას მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიზებული ან მილიტარიზებული.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოდის დახმარების დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი და მდგრადი განახლებისაკენ მოწოდებით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულთა მიმართ მიმდინარე ძალადობას.

„დაშინების კამპანიები, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, ქონებისა და სახლების განადგურება და დაწვა იწვევს პალესტინური თემების გადაადგილებას. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნულია კალასის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics