07:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 10:49:00, 725 ნახვა

სამართალი
ბაჩიაშვილის ადვოკატი - ჩემი ინფორმაციით, აქ, გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს

ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ მას ოჯახის წევრმა შეატყობინა.

„მე შემატყობინა ოჯახის წევრმა. გამთენიისას გავიგე მე ეს ინფორმაცია, დედამ მითხრა თუ მამამ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ინფორმაციით, აქ უნდა იმყოფებოდეს, მერვე დაწესებულებაში, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ გიორგი შემოსახლებული არ გახლავთ აღნიშნულ დაწესებულებაში“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები მერე გავარკვევ“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics