|
2025-05-20 11:26:01, 1214 ნახვა
საზოგადოება
TV პირველი ბექა ონიანზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს
TV პირველი 27 წლის სპორტსმენის, ბექა ონიანის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ჩანს, ავტომობილების პარკინგზე ბექა ონიანი, რომელიც მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ მიწაზე ეცემა. ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში. ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს. ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ მიიღო. ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით,16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)