11:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 17:17:26, 873 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - გამოუშვით აქციაზე დაკავებული ადამიანები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯაროდ მიმართავს ყოფილ პოლიტიკურ გუნდს და მოუწოდებს, გათავისუფლდნენ ის პირები, რომელთა პატიმრობაც, მისი თქმით, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და დაძაბულობის გაღრმავებას. [აქციების დროს დაკავებული ადამიანები].

„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას,“ — წერს კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა არ არის იმ საზოგადოების ინტერესში, რომლის სახელითაც დღეს მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმაციას იღებს.

მისი თქმით, ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრების „გაუბედურება“ არ უხარია „საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის — თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.“

კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი არ იქნება სისუსტის გამოხატულება. უფრო მეტიც — ის ამ ნაბიჯს აუცილებლობად მიიჩნევს იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დასჯილა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები,“ — აღნიშნავს ყოფილი პრემიერი და ამატებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს შენება ცალმხრივი სიმკაცრით შეუძლებელია.

„გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ — წერს კვირიკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics