|
2025-05-08 16:07:05, 1020 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით კომპანია „თბილტარამ“ მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ლითონის ბადეების საწარმო გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია. “თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“ - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა. „საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)