12:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 13:30:55, 1103 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი იწყება. 

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გამოსაკითხდად 8 პირი მიიყვანა. პროკურატურის მტკიცებით, ამ 8 მოწმინდა 5 დაზარალებული პოლიციელია. 

ადვოკატები აცხადებენ, რომ იგივე მოწმეები საქალაქო სასამართლოში გუშინაც ნახეს, ოღონდ სინდისის 8 პატიმრის პროცესზე.

მე ორივე ქეისზე ვარ ჩართული და ზუსტად იგივე მომწეები მოდიან, რომლებიც იყვნენ გუშინ. გუშინ გამოიკვეთა ის, რომ ეს ადამიანები რეალურად ფაქტს ვერ ადასტურებენ და მათი მტკიცების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ მოარტყა ქვა თუ რაღაცა ნივთი. ასევე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განათება იყო და განათებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო აღქმა იმის, რა და როგორ განხორციელდა. დღეს რომ ჩვენებას მისცემენ, თუ იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო იმასთან, რაც გუშინ თქვეს, გამოდის რომ რეპეტიცია გაიარეს და მე ამოვიღებ ამ ოქმს და უკვე ამ საქმეში დავურთავ", - ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics