21:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 15:08:43, 560 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მათი თქმით, „ქართული ოცნება“ თავად ატრიალებს შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის.

„ჩვენს წინაშე არის რეჟიმი, რომელსაც პარანოია სჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ატრიალებენ შავ ფულს, რომელიც რუსეთიდან მოდის. ახლახან ვიწია ჯაფარიძის [ვიქტორ ჯაფარიძე] ახლობელმა 17 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, სახელმწიფო მაგათთვის არის მეწველი ძროხა და ამის დასაცავად იბრძვიან ესენი, ამის ხარჯზე კი ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართულ ოცნებას” წარმოდგენა აქვთ, რომ ჩვენი პარტნიორები ევროკავშირშიც ასე არიან კონსპირაციაში და ალბათ, ამის ეშინიათ. სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართავს არაკომპეტენტური ხალხი, როგორ უნდა მოვთხოვთ მათ რაიმე აზრიანი? სამწუხაროა, რომ ამხელა უწყებას ეს ხალხი მართავს. ისინი პარანოიკული შიშებით მოქმედებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics