|
2025-04-23 10:12:21, 719 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა. “როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფო მდივანია, თუ არა ყველაზე აქტიური, ვინც კი გვყოლია. და ეს, რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ, როდესაც გარკვეული გეგმები არსებობს, ისინი პირობითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ლონდონში შეხვედრებს ის არ დაესწრება. თუმცა, ეს არ უკავშირდება შეხვედრებს, ეს დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოჯისტიკური საკითხებთან“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება. „გენერალი კელოგი იქ არის და ამიტომ ის ამ საუბრებს დაესწრება. ამიტომ, მოუთმენლად ველით მისგან პასუხს იმის შესახებ, მივაღწიეთ თუ არა გარკვეულ წარმატებას ლონდონში“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა. ცნობისთვის, დღეს უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)