12:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 13:06:12, 909 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინული მედია: პოროშენკომ სააკაშვილი გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადააყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით არ სახელდება ზუსტი თარიღი, თუ როდის მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის გადაყენებს ხელი. უკრაინული მედია ამ ეტაპზე ვერ საუბრობს სააკაშვილის შემცვლელზე, მათი ინფორმაციით, პოროშენკოს სააკაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

 როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად განიხილება რამდენიმე მოქმედი, ცნობილი პოლიტიკოსის კანდიდატურა. 

მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურში უარი თქვეს მომხდარის კომენტარებისაგან, "ამაზე ჯერ კომენტარს არ ვაკეთებთ", - განუცხადეს სააკაშვილის პრეს-სამსახურში უკრაინელ ჟურნალისტებს. 

ინფორმაცია, რომ პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას აპირებდა, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა. თუმა, მაშინ ოდესის გუბერნატორის პრეს-სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო და აღნიშა, რომ მისი გადაყენება არ იგეგმებოდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წელს პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა. მოგვიანებით ის ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics