03:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 12:33:45, 490 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხს თუ ბოიკოტის განწყობა ექნება, ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავენ

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს „არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ქართველი ხალხი შექმნის“.

აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი.

28 ნოემბერს რომ ხალხს ქუჩაში არ ეხუვლა, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში იჯდებოდა - ეს ჩემი მტკიცე რწმენაა. იგივე მოხდება ახლაც. ხალხს თუ ექნა ბოიკოტის განწყობა, ვერც გახარია, ვერც „ლელო“ და ვერც „ენმ“ („აჰლიანად“) მონაწილეობას ვერ გაბედავს. თუ არ ექნა, ცოლ-შვილიც რომ დააგირაოს ყველა პარტიამ, მაინც დაარღვევენ.

პირობის დარღვევა დამატებითი ზიანია და ჩვენ გვჯერა, რომ საპროტესტო ელექტორატი იმედგაცრუებებისგან უნდა დავიცვათ.

„ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს და უნებისყოფო ძალებს თეთრი დროშის ფრიალისგან შეაკავებს".- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics