23:12 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 18:34:41, 811 ნახვა

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - ამ დროისთვის სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სვეტიცხოველში წყლის ჩასვლის თაობაზე განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრა.

"მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.

ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.

შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.

ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვანად აღმოფხვრა" - წერია განცხადებაში. 

დღეს, 15 აპრილს მოქალაქე ანი ალიბეგაშვილმა გაავრცელა ტაძრის ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ სვეტიცხოველში წყალი ჩადის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics