23:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 00:40:55, 929 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტმა შოლცი და მისი მთავრობა გაათავისუფლა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადადგომის შესახებ მოწმობები გადასცა ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს და მისი მთავრობის 14 მინისტრს. ცერემონია გაიმართა 25 მარტს, ბერლინის ცენტრალურ საპრეზიდენტო სასახლეში, სამშაბათს, 25 მარტს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის 69-ე მუხლის თანახმად, კანცლერი და მინისტრები წყვეტენ მუშაობას ახალი ბუნდესტაგის შეკრების დღეს. მისი პირველი შეხვედრა შედგა 25 მარტს. თუმცა, შტაინმაიერმა სთხოვა შოლცს და 14-ვე მინისტრს თანამდებობაზე დარჩენილიყვნენ კიდევ რამდენიმე კვირა დროებითი უფლებამოსილებით. ეს პროცედურა კანონითაც არის გათვალისწინებული.

კანცლერი და მინისტრები განაგრძობენ მუშაობას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე. ფრიდრიხ მერცი ადრე დაჰპირდა მის შექმნას აღდგომამდე, 20 აპრილამდე. მინისტრებთან სიტყვით გამოსვლისას შტაინმაიერმა გამოხატა   მადლიერება და შოლცს "გონების ხმა" უწოდა და შეაქო კანცლერისა და მთავრობის "უზარმაზარი ძალისხმევა", მათ შორის უკრაინაში ომის შედეგების დაძლევაში.

შოლცი და შტაინმაიერი ადრე თანამოაზრეები იყვნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SPD). ამ უკანასკნელმა წევრობა 2017 წელს, პრეზიდენტი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics