02:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 17:41:01, 852 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - რუსეთი უფლებას იტოვებს, სიმეტრიულად უპასუხოს უკრაინის იერიშებს ენერგოობიექტებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი "უფლებას იტოვებს, სიმეტრიულად უპასუხოს" უკრაინის "განგრძობად" იერიშებს რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ილაპარაკა. 

"ჩვენ ცხადად ვაფრთხილებთ, რომ თუ კიევის რეჟიმი გააგრძელებს თავის დესტრუქციულ ხაზს, რუსული მხარე იტოვებს უფლებას, რომ ამას პასუხი გასცეს, მათ შორის, სიმეტრიულად". - თქვა ზახაროვამ. 

ზახაროვამ ასევე დაამატა, რომ კიევი "კვლავაც ამჟღავნებს მოლაპარაკებების გამართვის სრულ უუნარობას" და "მშვიდობის მიღწევის სურვილის ნაკლებობას". 

ცნობისთვის, 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან. 

თუმცა გუშინ, 21 მარტს რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში არსებულ გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქება მოხდა. 

რუსულმა მხარემ აფეთქების მოწყობაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კიევმა ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმით დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული შეთანხმება დაარღვია. 

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სადგური, პროვოკაციის მიზნით, არტილერიით თავად რუსულმა ძალებმა დაბომბა. 

"რუსები აგრძელებენ მრავალი სიყალბის წარმოებას და ცდილობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ". - ეწერა უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. 

"რუსეთის მცდელობები, მოატყუოს ყველა და თავი მოაჩვენოს, რომ ისინი "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს იცავენ", ვერ იმუშავებს, რადგან ბუნებრივი აირის სადგურზე დარტყმების შესახებ ყალბი ნიუსი არ იმუშავებს“. - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. 

თავად კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უკრაინული მხარის საპასუხოდ განაცხადა, რომ იდეა, რომ რუსეთი საკუთარ ენერგოინფრასტრუქტურას დაესხმებოდა თავს, "აბსურდი" იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics