03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 20:59:06, 1217 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ სირიაში საელჩო 13 წლის შემდეგ ხელახლა გახსნა

20 მარტს, გერმანიამ დამასკოში თავისი საელჩო ხელახლა გახსნა. სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა. 

საელჩო, რომელიც 2012 წელს სირიის სამოქალაქო ომის დროს დაიხურა, ოფიციალურად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გახსნა, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიას მეორე ვიზიტით ესტუმრა.  

ბერბოკის თქმით, დამასკოში მხოლოდ მცირე რაოდენობის გერმანელი დიპლომატი განაახლებს საქმიანობას, თუმცა საკონსულო მომსახურება, მათ შორის ვიზების გაცემაც, კვლავ გაგრძელდება მეზობელ ლიბანში, ბეირუთში.  

გერმანიაში ცხოვრობს მილიონზე მეტი სირიელი, რომელთა უმეტესობამ სამშობლო სამოქალაქო ომის დროს დატოვა.  

ბერბოკის ვიზიტი დამასკოში იმართება სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, რაც ასადის მომხრეებსა და ახალ სამთავრობო ძალებს შორის ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მომხდარ სასტიკ შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.  

სირიაში გაფრენამდე, ბეირუთში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბერბოკმა დაგმო „მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმები“, რაც მისივე თქმით, „საშინელი დანაშაულია“ და ქვეყნებს შორის ნდობას სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. 

მან მოუწოდა გარდამავალ ხელისუფლებას, „გააკონტროლოს საკუთარ რიგებში მოქმედი ჯგუფები და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ამ ქმედებებზე პასუხისმგებელია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics