03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 18:50:03, 886 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში

ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოსადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და მკაფიო ინსტრუმენტები დაბლოკვისგან თავის დასაცავად.

“სამწუხაროდ, ასევე, საჭიროა გარკვეული ზეწოლა ევროპის შიგნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა დაპირება ნამდვილად შესრულდეს. კონკრეტულად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ევროპული ერთიანობისთვის ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხის მოგვარება.

უბრალოდ ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ან რომლებიც უკვე შეთანხმებულია. უკრაინამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი სირთულეებია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკებების სხვა თავების გახსნის მხრივ.

ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და ნათელი ინსტრუმენტები საკუთარი თავის არასაჭირო ბლოკირებებისგან დასაცავად. უკრაინა ევროპის ნაწილია, ევროპა ერთ-ერთი მოთამაშეა გლობალურ სამშვიდობო ძალისხმევებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics